კვირა, აგვისტო 3, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,...

“მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ – ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო” – კახა კალაძე

ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში – მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ასე მიმართა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საკუთარ გუნდთან ერთად, თბილისსა და თბილისელებს მეტ მატერიალურ სიკეთეს შეუქმნის.

სიტყვა სიკეთეს ორი მნიშვნელობა აქვს – მატერიალური და არამატერიალური. ჩვენ ქალაქს სჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები.

ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო ოთხ წელიწადში შევუქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისსა და თბილისელებს. სიკეთეს, მატერიალურთან ერთად, აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობის მთავარ მორალურ ღერძად სიკეთე ვაქციოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერობის კანდიდატმა თბილისელებს გასული რვა წლის განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შემდეგი ოთხი წელიც თბილისისა და თბილისელების სასიკეთოდ ჩაივლის.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! – ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობითა და გულისყურით შევასრულებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს. ჩემო თბილისელებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გასული რვა წლის მანძილზე გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად თბილისი გაიმარჯვებს, რაც იქნება იმის გარანტი, რომ დედაქალაქი კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად იქცეს.

მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია – ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად. ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში. მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული...

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...