“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული პოზიციით და შეთავაზებებით მიმართავს:
“მართლა არ მესმის, რას ვერჩით ერთმანეთს: პაატა ბურჭულაძეს, ლევან ხაბეიშვილს, ან ვისაც 4 ოქტომბერი მიაჩნია სწორ თარიღად. არ მოგწონთ 4 ოქტომბერი? თქვენ თქვით უფრო ადრე თარიღი და იქაც მოვალთ.
მაგრამ როგორ შეიძლება ასეთ დროს რაიმე აქტივობა, პროტესტი ან წინააღმდეგობა ზედმეტად მივიჩნიოთ?
კი, შედეგის პროგნოზირება რთულია მაგრამ ერთი რამ მარტივია:
თუ ბევრნი ვიქნებით — უკეთესი შედეგი გვექნება,
თუ ცოტანი — გაგვიჭირდება.
თუ არ შევიკრიბებით — ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის.
ამ გაუთავებელი დაპირისპირებების დრო არ არის. მთავარია ახლა ერთიანობა და ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ.
დროზე დავიწყოთ გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმის განხილვა.
შევთანხმდეთ ამაზე და ეს გაუგებრობებიც დროებით მაინც მოვიშოროთ”, – პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს