spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც "ქართულმა...

“ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა!” – მამუკა ხაზარაძე

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას:

ხელი ეწერება სამმხრივ მემორანდუმს აშშ-სომხეთ-აზერბაიჯანის „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნასთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ს პატრონაჟით და უსაფრთხოების გარანტიით გაიხსნება მძლავრი სატრანსპორტო დამაკავშირებელი მაგისტრალი აზიასა და ევროპას შორის.

ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილით!

საქართველომ რომ არ დაკარგოს ის უნიკალური შანსი, რაც ღმერთმა გვიბოძა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სახით და არ გავხდეთ ჩიხი უახლოეს მომავალში, საჭიროა ამერიკული კომპანიების სასწრაფოდ დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობაში და ოპერირებაში. ეს ქვეყანას მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას, ინვესტორებს, უსაფრთხოების ფორმატსა და რაც მთავარია ათობით ათას სამუშაო ადგილს.

ანაკლიის პორტის დასრულება შესაძლებელია წელიწადნახევარში და არა 2029 წელს, როგორც ამას ოცნება გვპირდება. ეს დრო ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ მუშაობს.

პ.ს. ვიცი, რომ ამას „ოცნება“ არ გააკეთებს, თუმცა ეს უნდა დამეწერა აუცილებლად...”, –
მამუკა ხაზარაძე
საკანი #208

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...