spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა კიდევ ერთხელ გავაკეთოთ...

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე შენობიდან ხალხის გამოსახლებასთან დაკავშირებით:

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.

აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტირებული პირებისთვის და მომხდარიყო სიცოცხლისთვის საშიში ავარიული კორპუსიდან მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, ქირის უზრუნველყოფით.

ამჟამად, სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რომელთაგან ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი ორი უზრუნველყოფილი იქნება ქირით. ექვსმა მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას.

უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ამ ადამიანებს ბინების დასაქირავებლად სთავაზობდა 300 ლარს, ისიც მხოლოდ სამთვიანი ვადით. ეს არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს, იდება ერთწლიანი ხელშეკრულება და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხდება ხელშეკრულების გაგრძელება.

ამას გარდა, 2022 წლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს უსახლკაროთა პროგრამა, რაც გულისხმობს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. თბილისში რეგისტირებულ ოჯახებს, რომელთაც აქვთ უსახლკაროს სტატუსი, მერია ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებელი ბინებით. 2025 წლის ბოლომდე ასეთი 400-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

თბილისის მუნიციპალიტეტს ასევე გააჩნია მუნიციპალური თავშესაფარი, სადაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს შეუძლია ცხოვრება. თავშესაფარში შექმნილია საცხოვრებლად საჭირო ყველა შესაბამისი პირობა.

და ბოლოს, გაცნობებთ, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე ავარიული შენობები არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ეს არის კერძო ტერიტორია და თბილისის მერია შეჭრილი პირების გამოსახლების პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა, ცდილობს დაეხმაროს თბილისში რეგისტირებულ მოქალაქეებს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში, მოქმედი წესებისა და კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება დედაქალაქში რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეებს, მათ დახმარებას უწევენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

“დღევანდელ გადაწყვეტილებების მიმღებებს ისტორია ჩარეცხავს და ზვიად რატიანი კი დარჩება მთელი ამ სიბნელის ნათელ...

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანს, სასჯელის მკაცრი...

მიხეილ სარჯველაძე: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...