ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს:
“არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ანტი-ევროპული გამონათქვამი თუ ქმედება, გამოცემული საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი აქტი წარმოადგენს კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევას, ანუ ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ხელისუფლების საარჩევნო არალეგიტიმურობაში, კონსტიტუციის დარღვევა არალეგიტიმურობის უტყუარი საფუძველია“, – წერს გია ხუხასვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.