მმართველი გუნდის ცალკეულ პოლიტიკურ შეფასებებს ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი და კონკრეტულ ალოგიკურობაზე მინიშნებებით მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს მიმართავს:
“ეს დიფსთეითი რა უცნაური რამეა. თურმე თან გახარიაზე რეკავდა მთავრობაში დაგვიწინაურეთო და თან რადიკალ აგენტ ენჯეოშნიკებს აქციებს ამართინებდა გახარიას წინააღმდეგ.
ირაკლი ცოტა კარგად აგვიხსენი თორემ გასკდა თავი ფიქრით“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.