spot_img
მთავარიეს საინტერესოაგრანტის მართვის სააგენტო აცხადებს საჯარო კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

გრანტის მართვის სააგენტო აცხადებს საჯარო კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო აცხადებს საჯარო კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

კონკურსის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სახელმწიფო გრანტის გაცემით საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.

საგრანტო განაცხადი უნდა პასუხობდეს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:

✅ დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები
✅ საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრება
✅ ეკონომიკური განვითარება
✅ განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა
✅ სპორტის განვითარება
✅ შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა
✅ თავდაცვა და უსაფრთხოება
✅ რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა
✅ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
✅ სოფლის მეურნეობა
✅ იურიდიული და პროფესიული განათლება
✅ შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა

საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი გრანტის მოცულობა თითოეული საგრანტო განაცხადისთვის არ უნდა აღემატებოდეს – 100 000 (ასი ათასი) ლარს.

საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი უნდა მოიცავდეს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვეს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში და რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სფეროში საქმიანობის განხორციელება.

❌ გარდა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა.

კონკურსით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე – grants@sgma.gov.ge ან მატერიალური ფორმით სააგენტოს მისამართზე ქ.თბილისი, პავლე ინგოროყვას 7.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: info@sgma.gov.ge ან ტელეფონის ნომერზე: 0322 990900 (შიდა ნომერი – 2408 ან 2407)

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/RzErI

ინფორმაციას სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...