ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ ტვ “იმედზე” “იმედი Live”-ს ეთერში დაფიქსირებულ პოზიციას ირონიული მინიშნებებით ეხმაურება:
“მამუკა მდინარაძის გუშინელ გამოსვლას ვუსმენ ახლა იმედზე და ეგრეთწოდებული დიფსთეითიო.
ვახჩემი😅 ანუ დიფსთეითთან ბრძოლას შეგვწირეს სამი წელია, ყველა უბედურება დიფსთეითთან ბრძოლის თეორიას დააშენეს და ახლა ეგრეთწოდებულიო.😅
უზრდელობებს ვერ ვიტყვი, ჯარიმაა მაგაზე და თქვენ თვითონ მიხვდებით რა სიტყვა უხდებათ ახლა ამათ ყველაზე ძალიან🤪” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.