spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"აღნიშნულ შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული,...

“აღნიშნულ შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გაჩნია. ფაქტია იქ ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ გამგეობამ არაერთი შეხვედრა გამართა კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი ორი ადამიანის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 2021 წლიდან მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. ის მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას, რომ იაქტიურონ და ჩაერთონ ამ პროგრამაში.

კიდევ ერეთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. მოხდა უბედური შემთხვევა და ორი ადამიანი დაიღუპა, რაც ძალიან მძიმეა.

რაც შეეხება განცხადებას ავარიულობის კატეგორიულობის შესახებ, ჩემი შეცდომა იყო, რომ გუშინ ვთქვი მეხუთე კატეგორია. აღნიშნულ შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული. თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გაჩნია, რადგან ფაქტი ისაა, რომ კონკრეტულ შენობაში ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე.

2021 წელს საზოგადოებას მივეცით დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით ქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას. ეს პროგრამა მუშაობს, თუმცა, არსებობს გამოწვევები. არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება. ასევე, არის შემთხვევები, რომ ადამიანები მაგალითად ცხოვრობენ 50 კვადრატულ მეტრ ფართობში და სურვილი აქვთ, უფრო მეტი ფართი მიიღონ. ეს წარმოუდგენელია. მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ ამ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფას ვთავაზობთ, დროებით გაგვყავს და ვაბრუნებთ უკვე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. ამასთან დაკავშირებით უამრავი განცხადება და მოწოდება მაქვს გაკეთებული მოსახლეობის მისამართით, რომ იაქტიურონ და ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, აღნიშნული კორპუსის შესახებ არასწორი ინფორმაციებიც გავრცელდა.

„შენობა იყო ავარიული და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობას მომართვაც კი არ ჰქონია. გუშინ დამისვეს შეკითხვა, რომ ორი წლის წინ ეს კორპუსი შეიღებაო. ეს ტყუილია. 2017 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს, აღნიშნულ კორპუსს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, თუმცა, ხედავთ დღეს ავარიულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვაქვს პროგრამა არა გამაგრების, არამედ ჩანაცვლების. ამაში ხალხიც უნდა დაგვეხმაროს, მედიაც, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და არა ის, რომ ვისაუბროთ სიცრუეზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...