საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით:
“ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა ჩინური კომპანიის მიერ საქართველოს “მთავრობის” მიერ აღებული 500 მილიონიანი ვალით არის ახალი როკის გვირაბი. ეს ახალი პროექტი ძალიან გაუადვილებს დამპყრობლის შემოსვლას “Военно – Грузинская дорога” -ს გზით, ასევე საბოლოოდ გვაბამს ეკონომიკურად რუსეთს.
ეს ახალი გვირაბი შენდება იმ ბანდის გადაწყვეტილებით, რომელმაც გააუქმა გომბორის, გოდერძის, სვანეთის გვირაბების, ასევე ლაზიკის და ბათუმის royal carribean-ის პორტების და ფოთის აეროპორტის პროექტები.
ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ თაობებს.
ეს რეჟიმი სასწრაფოდ უნდა მოშორდეს, ხოლო დარიალის ხეობის პროექტი დაიხუროს და ფული უნდა გადანაწილდეს ხალხისთვის უფრო სასარგებლო სხვა პროექტებზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.