შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან -...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო სტრატეგიული ერთიანობის თაობაზე საუბრობს საპატიმრო დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში და საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს უწყვეტი წინააღმდეგობრივი აქტივობისკენ მოუწოდებს:

მეგობრებო,
ევროპარლამენტის რეზოლუციამაც დაადასტურა, რომ უწყვეტ წინააღმდეგობას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში არ მონაწილეობაზე ვერ შევთანხმდით.

ჩვენი მიზანი მოძალადე რეჟიმის ცვლილებაა და არა ერთმანეთის განადგურება.

ჩვენი მთავარი ბრძოლა საერთო მტერთან უნდა იყოს. საზოგადოება ამ დაპირისპირებას ხედავს და კარგავს იმედს, რომ ოპოზიცია რეალურად წარმოადგენს ძლიერ ალტერნატივას.

ნუ მივანიჭებთ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს იმაზე დიდ მნიშვნელობას, ვიდრე სინამდვილეში აქვს.

ეს არ არის ბრძოლა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ბედს. ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს არის ფარსი და არა არჩევნები. მთავარი ბრძოლა წინაა – ის, რაც მართლაც ცვლის ძალაუფლებას.

გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან.

ერთიანობის გარეშე რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია და რაც უფრო დაპირისპირებულები და დაქსაქსულები გამოვჩნდებით ეს არის რეჟიმის ინტერესიც ამიტომ კომპრომისი ერთმანეთთან არის გადამწყვეტი.

რეალობა ასეთია, ქოცურ რეჟიმს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებით ლეგიტიმაციის აღდგენა აღარ გამოუვა იმიტომ რომ:

1. ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროცესს არ აღიარებს და არ იღებს მონაწილეობას;
2. საარჩევნო გარემო ისეა დეგრადირებული, რომ აღარ არსებობს კონკურენციის, სამართლიანობის ან ნდობის ელემენტები;
3. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთოს სახით, სრულად გამოთიშულია პროცესიდან;
4. ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ეუთოს რეზოლუციები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, ქვეყანაში კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებია;
5. საქართველოში გვყავს პოლიტიკური პატიმრები – მათ შორის პარტიების ლიდერები;
6. ბოლო ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც პრაქტიკულად ყველა პარტია იყო წარმოდგენილი, აშკარად გამოჩნდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ამიტომ, დროა ეს ფაზა დავხუროთ, გაკვეთილად მივიღოთ, რომ მომავალში კვლავ არ დავდგეთ მსგავსი ფაქტის წინაშე და შევქმნათ გადაწყვეტილების მიღების საერთო მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტს:

1. როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ მოცემულობიდან გამომდინარე?
2. როგორ მივდივართ რეალურ ერთიანობამდე – არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით?
3. როგორ შევქმნათ მძლავრი ალტერნატივა, რომელიც კიდევ უფრო ორგანიზებულს გახდის წინააღმდეგობას და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას?

ამ არჩევნებად წოდებული ფარსით არაფერი სრულდება. ჩვენ წინ დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა გველის.

გზა გამარჯვებამდე გადის ერთიანობაზე, საერთო სამოქმედო გეგმასა და ურთიერთპატივისცემაზე.

კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია!
ეს ქვეყანა ჩვენია და არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...