პარასკევი, ივლისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და პარკებით ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ზღვისუბნის პარკში გაიმართა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება, პირველ რიგში, სწორედ ზღვისუბნის პარკზე გაამახვილა, რომელიც რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

ზღვისუბნის პარკში წლების წინ იყო ჩვეულებრივი ჭაობი, იყო უმძიმესი მდგომარეობა, გაუსაძლისი პირობები. როდესაც ადგილზე მოვედით, შევხვდით აქ მცხოვრებლებს, მივეცით პირობა, რომ ეს სივრცე იქნებოდა მთლიანად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და აქ გავაშენებდით დედაქალაქში ყველაზე დიდ, საქალაქო მნიშვნელობის პარკს. ზღისუბნის პარკი ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცეა, რომელიც მოიცავს 25 ჰექტარს. გულს უხარია, როდესაც აქ ადამიანი მოდის – ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დაისვენონ და განიტვირთონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს შეიცვალა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დამკვიდრებული.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ 2017 წელს, აბსოლუტურად შევცვალეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო დამკვიდრებული – ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების გასხვისება, რათა შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო. ცხადია, ჩვენ არ ვართ წინააღდეგი მშენებლობის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას გავაგრძელებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას.

ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი. ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს სკვერებითა და პარკებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს კულტურა შემოვიტანეთ და თბილისის პარკები სავსეა მოსახლეობით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ კონკრეტულ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერითაც მთაწმინდის ფერდის განახლება ხდება.

თვალშისაცემია გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. ყველა ხედავს, თუ როგორ იცვლება ჩვენი ქალაქი უკეთესებისკენ. რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით, გვაქვს ამბიციური გეგმები და ცოდნა, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო უკეთესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რადგან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება – მიმდინარეობს მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოები, რომელიც თბილისის ე.წ. ფილტვებია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მთლიანად ხდება აღნიშნული ფერდის განახლება, რომელიც 400 ჰექტარს მოიცავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მთავრობისა და საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...