spot_img
მთავარიIV ხელისუფლებანოდარ მელაძემ ტელეკომპანია "მთავარი არხი" დატოვა

ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია “მთავარი არხი” დატოვა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია მისი ფეისბუქის გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც მისი მეგობრები, ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ნათია ზოიძე მადლობას უხდიან თანამშრომლობისათვის და წუხილს გამოთქვამენ მომხდარი ფაქტის გამო:

მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის მართალია ცოტა ხნით იყო მაგრამ რაც იყო, კარგი იყო,“ – ვასილ დაბრუნდაშვილი.

შენ ჩემი მეგობარი ხარ და გიცნობ,ზუსტად ვიცი მთელი სიცოცხლის გაღება შეგიძლია საქმისთვის,რომლისაც გჯერა ,მაშინაც კი, როცა ვერ ვთანხმდებოდით, სულ ვაფსებდი შენს ამ უნარს Nodar Meladze რასაც ააშენებ, იმ ნანგრევებში რომ მოყვები ესაა მძიმე,მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გადაშლი ამ წიგნს. მწყინს ასე რომ გამოვიდა, არ მინდა იმედგაცრუებული გნახო,” – ნათია ზოიძე.

კონკრეტულად რა გახდა მისი ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზი უცნობია, მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ნოდარ მელაძემ 13 აპრილს „მთავარი არხი“ ნიკა გვარამიასთან არხის გენერალურ დირექტორთან უთანხომოების გამო დატოვა.

ნოდარ მელაძე რამდენიმე წელი მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ზე, საინფორმაციო სამსახურის უფროსად, თუმცა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე განხორციელებული ცვლილებების ფონზე ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და მას შემდეგ „მთავარ არხზე“, ასევე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. წლების წინ ნოდარ მელაძე მუშაობდა ტელეკომპანია “იმედზეც”.

მედიის საშუალებით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი ტოვებს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...