spot_img
მთავარილიტერატურა და შემოქმედება"იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა...

“იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა და მოგვერია…” – დოდონა კიზირია

ეს ლექსი 1992 წელს დავწერე – აღნიშნავს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია და ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს ლექსს:

მამული

აღარაფერი დაგვრჩა საამაყო და სასიქადულო.
ყველა ის განძი – სიყვარული, ენა, მამული, –
ისე დაგვეფლითა და დაგვეცრიცა,
რომ ოცდაათ ვერცხლსაც ვერავინ მოგვცემს.
სხვაგვარ ლითონს კი ყველა მივიღებთ უხვად
სათანადო გზებითა და იარაღების ქუხილით.
მერე გავა დრო,
თარიღები რიგით ერთმანეთს მიჰყვებიან
და, ალბათ, როდისმე ორიოდე ცნობისმოყვარე
ნანგრევებს აღმოაჩენს, ნაცარგადაყრილს
და შეეცდება აღადეგინოს, ვით თიხის სურა,
ის, რაც მიგვაჩნდა გმირულ წარსულად,
და წამოაყენებს სხვადასხვა
ჰიპოტეზებსა და თეორიებს
იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა
და მოგვერია,
ან რანი ვიყავით, რა გაგვაჩნდა სასიქადულო –
თუ გვწამდა ღმერთი.
თუ გვქონდა ენა,
თუ გვიყვარდა მამული.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...