კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაპილატე პონტოელი თქვენთან მიმართებით ვახსენე, არა ლამაზი სიმბოლური...

პილატე პონტოელი თქვენთან მიმართებით ვახსენე, არა ლამაზი სიმბოლური მეტაფორის გამო, არამედ ვგულისხმობდი მის შინაარსს – გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს ისევ მიმართავს განცხადებით და საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით გიორგი გახარია მოქალაქეების/მორწმუნე მრევლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს, როგორც პილატე პონტოელმა არჩია განრიდებოდა სიტუაციას და ამ პასუხისმგებლობას საზოგადოებას აკისრებს, რაც დანაშაულის ტოლფასია:

„ჩვენ ვიცით, რომ 2 დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ რიტუალებში მორწმუნე მრევლის მონაწილეობის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით და ამ ორ დღიანი მოლაპარაკების შედეგი არის ის, რომ მრევლის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნის როგორც ხელისუფლება, ასევე საპატრიარქო და როგორც პრემიერ მინისტრმა გახარიამ განაცხადა ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ მოქალაქეთა პასუხისმგებლობა ყოფილა.

მთავრობის მეთაურმა, როგორც მანამდე აღვნიშნე, ამ ყველაფრისგან პილატესავით ხელები დაიბანა.

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, რომ მე, პილატე პონტოელი თქვენთან მიმართებით ვახსენე, არა ლამაზი სიმბოლური მეტაფორის გამო, არამედ ვგულისხმობდი მის შინაარსს, – როგორც თქვენ მანაც სწორედ, სიმართლის თქმას სიტუაციაზე განრიდება და უდანაშაულო ადამიანის გაწირვა არჩია. ასე კი იმიტომ მოხდა რომ, გადაწყვეტილების მიღებისას პილატე არ იყო გულწრფელი და თავისუფალი. ისევე როგორც თქვენ, მასაც მბრძანებლის, კეისრის შიშის პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა.

დანაშაულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და მისი ხალხისთვის დაკისრება, რადგან ადამიანები უშეცდომონი რომ ვიყოთ არც კანონები, არც ხელისუფლება და არც სახელმწიფო საჭირო არ იქნებოდა.

მე მესმის, რომ საქართველო არის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის ქვეყანა. სწორედ მისი მდიდარი ტრადიციიდან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი ფასეულობა, უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი და მისი უსაფრთხოება. სახელმწიფო და საპატრიარქო არსებობს ადამიანისთვის და არა პირიქით.

ქვეყანაში ეპიდაფეთქების რისკი მაღალია, ხვალ დიდი ხუთშაბათია, სწორედ ამ დღეს ტაძარში მიდის და ეზიარება მორწმუნე მრევლის დიდი უმრავლესობა. მაინტერესებს, რა მითითებები გვაქვს მრევლის ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

ამ ყველაფრისთვისაც მხოლოდ ტელევიზორიდან აპირებთ ისევ თვალის მიდევნებას?! თუ მოახერხებთ იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით უზრუნველყოთ მოქალაქეთა ეპიდუსაფრთხოების ნორმების დაცვა, ნებისმიერი თავშეყრის ადგილას?

საფრთხე რეალურია, მასობრივი თავშეყრის ადგილებში ეპიდემიის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია, შესაბამისად მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებელია მიიღოთ მკაცრი და შესასრულებლად აუცილებელი გადაწყვეტილებები.

მე, გიორგი ვაშაძე, ჩემი მხრიდან მზად ვარ თქვენთან ერთად ავიღო პასუხისმგებლობა და მხარი დავუჭირო მას.

ახლა პოლიტიკური კეკლუცის და ნიშნის მოგების დრო არ არის, ახლა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების დროა, იმოქმედეთ!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...