სამშაბათი, აპრილი 29, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკრიზისის ყველაზე გადამწყვეტ დროს მთავრობამ და ეკლესიამ გვითხრა,...

კრიზისის ყველაზე გადამწყვეტ დროს მთავრობამ და ეკლესიამ გვითხრა, რომ თქვენი შეგნების იმედად ვართ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს პოზიციას აღდგომის დღესასწაულთან მიმართებაში. ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ ამ ორმა ინსტიტუციამ ვერ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება და ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა აიღონ ინიციატივა, მოსახლეობას გააცნონ მოსალოდნელი საფრთხეები და კონკრეტული თვითშეზღუდვებისაკენ მოუწოდონ:

მოკლედ, კრიზისის ყველაზე გადამწყვეტ დროს, ერმაც (მთავრობამ) და ბერმაც (ეკლესიამ) გვითხრა, რომ თქვენი შეგნების იმედად ვართ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო.

ასეთ უიმედო ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს არა პოლიტიკოსების, არა სასულიერო პირების, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, დარგის პროფესიონალების ხმა! ისინი უნდა დადგნენ დღეს გავლენებისა და პოლიტიკის მიღმა, მათ უნდა აიღონ ხელში ინიციატივა, მათ უნდა მისცენ ძალიან ნათელი, პრინციპული და არაორაზროვანი მითითებები მოსახლეობას საფრთხეებისა და ქცევის წესების შესახებ, რომ პრობლემა თბილისიდან გასვლა, ან 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა კი არ არის, საფრთხის შემცველია ნებისმიერი კონტაქტი – სამძიმარზე მისვლა, მეგობართან სტუმრობა, მეზობელთან ყავის დალევა, დეიდა-ბიცოლასთან სააღდგომოდ პასკის საჭმელად გადასვლა, ეკლესიებში თუ სასაფლაოზე მოქალაქეთა ერთად ყოფნა!

მუდმივად, დღეში რამოდენიმეჯერ, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით უნდა იმეორეთ, რომ საფრთხე რეალურია და ახლოსაა!

გამოდით ბატონებო პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და გაუმეორეთ ყოველდღე ეს ჩვენ მოქალაქეებს, აუხსენით ის საშიშროება, რის წინაშეც შეიძლება დავდგეთ 2 კვირაში, დამიჯერეთ, დაგიჯერებთ თქვენ ხალხი და არავინ გაგკიცხავთ, თქვენ ხომ არც არჩევნების წაგების ან გავლენის დაკარგვის შიში არ გაქვთ. დღეს ეს თქვენი ვალი და პასუხისმგებლობაა!” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია” – ლევან იოსელიანი

"პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ...

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე” – ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ...

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, გდდ-ს ყოფილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...