spot_img
მთავარიაქტუალური თემებითბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 10 დღით ტრანსპორტის...

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 10 დღით ტრანსპორტის შესვლა-გამოსვლა იკრძალება, 10 მაისამდე იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაც – გიორგი გახარია

ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით მკაცრდება საგანგებო ზომები. 15 აპრილის 21:00 საათიდან ყველა სახის ტრანსპორტით იზღუდება შესვლა და გამოსვლა აღნიშნული ქალაქებიდან – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერმა ასევე მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 10 მაისამდე გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა:

„ჩვენ ყველანი ერთად უკვე შევთანხმდით, რომ Covid- 19 არის გლობალური გამოწვევა. ეს არის უმძიმესი კრიზისი, როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის.

დღეს, ჩვენ შეგვიძლია სამწუხაროდ, მოვახდინოთ ფაქტის კონსტატირება, რომ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული ადამიანი. დღეის მდგომარეობით, კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და, ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით.

თქვენ ყველას კარგად გესმით, რომ კარანტინის ის მძიმე ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად ახლა ქვეყანაში მატულობს ამ ფაქტს ადასტურებს. ამასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატირებაც, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ჩვენს მეცნიერებსა და ჩვენს ექიმებს, მაგრამ ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისის და გავრცელების პიკი.

ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი გაკეთება, როდის მოხდება გავრცელების პიკი. ამიტომ რა თქმა უნდა, გაურკვევლობის ამ ზონაში, მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა აქედან გამომდინარე მინდა გაცნობოთ, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხვალ 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ყველა სახის მოძრაობა ქალაქში არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული, 10 დღით. გარდა ამისა ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს უახლესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასტაბით გაგრძელების თაობაზე 10 მაისამდე,“ – აცხადებს გიორგი გახარია.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული მატება იყო ბოლო 24 საათის განმავლობაში. ლაბორატორიული კვლევების მონაცემების შესაბამისად 30 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

stopcov.ge-ს ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 296; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 69; გარდაცვლილი – 3; ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი – 3-ს შეადგენს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...