შაბათი, ივნისი 21, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…" - გია ხუხაშვილი

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

გასაგებია, რომ არჩევნებში შესვლა უსამართლო, უთანასწორო ომში მონაწილეობას ნიშნავს. გასაგებია, რომ გააყალბებენ, მოისყიდიან, დააშინებენ… მაგრამ… ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…

არჩევნების დღე არის ერთადერთი თარიღი, როდესაც ხალხი ძალაუფლებას იბრუნებს და ხმის მიცემის გზით ირჩევს ხელისუფლებას.

თუ ვიღაცა აყალბებს არჩევნების შედეგებს, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი გამყალბებლის დასჯის და არჩევნების რეალური შედეგების დაფიქსირების სახით.

ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული პირდაპირი დემოკრატიის აქტი და ვერავინ ამას ვერ დაარქმევს “სახელმწიფო გადატრიალებას”. უფრო მეტიც, ეს ჩაითვლება გამყალბებლის მხრიდან სახელწიფო გადატრიალების აღკვეთის აქტად.

შესაბამისად, ხალხის და არა პარტიების გადასაწყვეტია 4 ოქტომბერს გეორგიევსკში მოვაწერთ ხელს ტრაქტატს, თუ დიდგორში ვიბრძოლებთ.

ხელისუფალს სწორედ ის უნდა, რომ საკუთარი ძალის რწმენა დავკარგოთ, მისი უძლეველობის მითოლოგია დავიჯეროთ და წინასწარ დავნებდეთ, უპერსპექტივო ბოიკოტის ილუზიით შეპყრობილები…“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ პარანოიკებს ჰგონიათ, როგორც კი ენჯეოს დავარეგისტრირებ, დიფ სთეითის ფულები ჩამერიცხება ჩხრიალით თუ რა...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირების...

“ამ 13 წელიწადში ცხოვრების დონე 10 ჯერ ნამდვილად არ გაუმჯობესებულა… ჯარიმები გაძვირდა 10...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ჯარიმების ოდენობის გაზრდას ქვეყანაში სხვა მონაცემების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...