spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიფსთეითთან" თანამშრომლობა ერთადერთი ვისაც დაუმტკიცდა "ქართული ოცნებაა", თავადვე...

“დიფსთეითთან” თანამშრომლობა ერთადერთი ვისაც დაუმტკიცდა “ქართული ოცნებაა”, თავადვე აღიარეს თან” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ყოფილ შს მინისტრ და ყოფილი პრემიერ მინისტრ, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დაწყებულ საგამოძიებო საქმეს ეხმიანება და ცალკეული ფაქტების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსაზრებას გამოთქვამს:

დიფსთეითთან” თანამშრომლობა ერთადერთი ვისაც დაუმტკიცდა “ქართული ოცნებაა”, თავადვე აღიარეს თან, რომ წლები ვთანამშრომლობდით დიფსთეითთანო, მათ განახორციელებინეს გახარიას ჩორჩანაო, ჩვენ დიფსთეითთან თანამშრომლობის გამო ხმა არ ამოგვიღიაო, მერე რუსეთმა მაგის გამო ტერიტორიები კიდევ მიიტაცაო, ჩვენ დიფსთეითთან თანამშრომლობის გამო არ შევიმჩნიეთო, თან გახარია პრემიერი გავხადეთ დიფსთეითთან თანამშრომლობითო და რომ გადადგა, დღემდე მოღალატეს ვეძახითო, ანუ დიფსთეითელი გახარია ძალაუფლებას რომ ჩამოშორდა, ამის გამო მოღალატეაო (წესით უნდა გახარებოდათ).

ჰოდა, რა ვიცი, ეს ყველაფერი თავადვე აღიარეს და გამოდის სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დიფსთეითის სასარგებლოდ მუშაობდა ქართული ოცნება.

აბა, საგამოძიებო კომისია “ქართული ოცნებისათვის” ყოფილა შესაქმნელი სამშობლოს ღალატზე და გასასამართლებელიც თავადვე ყოფილან და შეუდავებელი მტკიცებულებებით, აღიარებით.

ასეთი აღიარებების სხვა ანალოგი ვერც კი შეიძლება მოიძიოთ.

და ჩვენც რომ ვისმენთ, ოპოზიცია კი ამაზე ფოკუსირების ნაცვლად ერთმანეთს მიირთმევს საუზმედ, სადილად და ვახშმად.
რა ვიცი, აბა 😀

ტემპერატურაც დაეცა, ქარებია, მე კიდევ კარტოფილის თოხნა მიწევს აწი.
სხვა რა გვიჭირს.

საშუალო ხელფასი გაზრდილა.

ჩემი საფულე სიცილით მოკვდა ეს რომ გაიგო, ახლაც იღრიჭება გახსნილი ელვით, ან რად უნდა შეკვრა ცარიელს“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა” – დავით...

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...