ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასე აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი...

“ასე აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა” – ნიკა მელია

კანონის აღსრულებისას ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და მიაჩნია რომ უსამართლობაა, როცა კანონი ერთნაირად არ მუშაობს ყველა ფაქტთან მიმართებაში. ნიკა მელია ხელისუფლებას, ოპოზიციას და მთლიანად საზოგადოებას საყვედურობს იმის გამო, რომ ბზობის დღესასწაულისას კონკრეტულ ფაქტზე არ მოხდა სათანადო რეაგირება, იმ დროს როცა, მსგავს შემთხვევებში, ოჯახის წევრებსაც კი კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ სამართალდამცავები და აჯარიმებენ:

ასე აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა.

აჯარიმებენ ცოლ-ქმარს, რომელიც გვერდიგვერდ სხედან, აჯარიმებენ იმიტომ რომ არ ემორჩილებიან აკრძალვას.

როდესაც ადამიანს კანონის დარღვევისთვის სჯი, აჯარიმებ სრულიად სამართლიანად და შემდეგ, უარესი დარღვევისთვის არ აჯარიმებ ვიღაც სხვებს, ის სრულიად სამართლიანი სასჯელიც მომენტალურად უსამართლო ხდება.

რისთვის დავკეტეთ ბაზრები და რატომ დავტოვეთ ულუკმაპუროდ ამდენი ხალხი? რატომ გავაჩერეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი? იმიტომ რომ ხალხმრავლობა აგვეცილებინა თავიდან.

რატომ არ იღებს ხმას ხელისუფლება? ან ოპოზიცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა) რატომ არ ვიღებთ ხმას სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად?

ოპოზიციაში ვართ და ძალიან ბევრნი ხმის ამოღებას მაქსიმალურად ვერიდებით და ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, ალბათ კრინტსაც არ დავძრავდით.

რა ხდება, ამომრჩეველს ვეპრანჭებით? ძვირი დაგვიჯდება ეს პრანჭვა.

ვირუსი იფეთქებს და ჩვენც, ჩვენი დუმილით ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელნი ვიქნებით.

ჩვენ, ჩვენი დუმილით თანამონაწილე ვართ ხელისუფლების მიერ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების.

საზოგადოებისთვის ერთ გარკვეულ ნაწილთან ასე უშნოდ გაპრანჭვა, ძალიან ძვირი დაგვიჯდება საზოგადოების დანარჩენ ნაწილთანაც და თვითონ იმ ნაწილთანაც, რომელსაც ვეპრანჭებით, რადგან ამომრჩეველი გაიზარდა და კარგად ხვდება, სად მთავრდება გულწრფელობა და სად იწყება პოპულიზმი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ტიპებს გაიშნიკობა ენატრებათ…” – გოჩა მირცხულავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კორუფციასთან მიმართებაში დაფიქსირებულ მიუღებელ...