კვირა, აგვისტო 3, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს...

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის” – პაატა მანჯგალაძე

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი გუნდის მიერ, კონკრეტული თემების წინა პლანზე წამოწევით, მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაზე მიანიშნებს:

დილიდან ქოცური პროპაგანდა გვტენის აბსურდს თითქოს ილონ მასკი გვართმევს დემოკრატიას და მსოფლიო რობოტებმა უნდა მართონ… ილუზიები, კონსპირაციები, ყველაფერზე საუბრობენ, სიმართლის გარდა.

ესაა პროპაგანდის მიზანი, გამოიგონოს საფრთხე, რომ ხალხმა ნამდვილი საფრთხე და მტერი ვეღარ დაინახოს.

სინამდვილეში ამით გვეუბნებიან ნუ ფიქრობ უკეთეს მომავალზე, დაივიწყე ღირსება, სხვაგან უარესია, შეეგუე ივანიშვილს და მის რეჟიმს.

ეს ხდება იმისთვის რომ ხალხმა აღარ იფიქროს იმ რეალობაზე, რაც დღეს საქართველოშია – მოქალაქეებს იტაცებენ და აშანტაჟებენ; 200 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია და თავისუფლებისთვის იბრძვის; ბლოკავენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს და გვაბრუნებენ რუსულ ჭაობში; იჭერენ, სცემენ, აშინებენ – ეს გახდა ყოველდღიურობა; ხალხი ღარიბდება კლანი კი მილიონებს აგროვებს; სახელმწიფო მიტაცებულია და ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.

ამიტომაც გვტენიან ილონ მასკს, რობოტებს, გლობალურ ძალებს რომ ჩაგაგდონ უაზრო კამათში, დაგავიწყონ მთავარი, არ დაგიტოვონ დრო ფიქრისთვის, წინააღმდეგობისთვის, კითხვებისთვის: რატომ ვართ ასეთ მძიმე დღეში?ვინ აგებს პასუხს სიღარიბეზე, ძალადობაზე ? ვინ აგებს პასუხს გაძარცვულ ქვეყანაზე, მიტოვებულ სოფლებზე და გადახვეწილ ქართველებზე? ბავშვების შიმშილზე, განათლების ნგრევაზე, მომავლის წართმევაზე?

ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის.

ეს არის ბრძოლა ბოლომდე, რადგან უკან გზა აღარ არსებობს”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...