შაბათი, აგვისტო 2, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი, უნდა...

უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული – ილია მეორე

ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ქადაგებაში უფლის მიერ მოვლენილ განსაცდელსა და განსაცდელის შემდგომ მოსულ სიხარულზე გაამახვილა ყურადღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ:

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს!

ღმერთი გვაძლევს ძალას. ,,უფალმა ძალი ერსა თვისა მოსცეს უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.

ბზობა – ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა.

როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელს, როგორიც ეხლა არის, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ იგი ეს განსაცდელი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული.

ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს გამოცდა. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას, ეს არის ჩვენი განწმენდა.

,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.”

მაგრად იდექით. აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში, ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით.

გაგაძლიეროთ უფალმა! უფალმა ძალა მოგცეთ!

უფალმა გაკურთხოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაიხარეთ!” – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...