პარასკევი, ივლისი 18, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა" - ლევან ხაბეიშვილი

“კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა” – ლევან ხაბეიშვილი

კიდევ ერთი სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა, ეს ელის ყველას და ახლა დე ფაქტო მთავრობა სურს ჩაანაცვლოს ახალი სათამაშოებით. ჩვენი მიზანი კი უნდა იყოს მხოლოდ ერთი – ივანიშვილის დამხობა თავის სათამაშოებთან ერთად”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციონერი ლიდერი ეხმაურება შს მინისტრის პოსტიდან ვახტანგ გომელაურის წასვლას და პოლიტიკურ შეფასებებს აძლევს მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს:

კიდევ ერთი ადამიანი/სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა და მას აქვს ასეთი დამოკიდებულებები, რომ “ნახმარს” ვერაფერს ვერ იტანს, შესაბამისად, ლილუაშვილის შემდეგ, ახლა უკვე გომელაურის დრო დადგა, წასასვლელიც არ აქვს ოღონდ არსად, ევროპაშიც ვერ წავა, მაგნიტსკის სიაშია, აშშ-იც ვერ წავა, ტერორისტების და მკვლელების სიაში ჰყავს შეყვანილი აშშ-ს.

ივანიშვილს ეს არ აინტერესებს და მოისროლა “ნახმარი ნაჭერივით” და ეს ელის ყველას, კოლექტიურ სირაძეებს, ხარებებს, ივანიშვილი ვერ იტანს ნახმარ სათამაშოებს და ახლა სურს ახალი სათამაშოებით შეავსოს დე ფაქტო მთავრობა.

ახალი მინისტრი არის მდინარაძის ლობირებით, იმას მიაღწია, რომ თვითონ თუ არ დანიშნეს მინისტრად, მისი ლობირების ქვეშ მაინც დაინიშნა კონკრეტული ადამიანი, თუმცა ეს არის სათამაშოებით თამაში და უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი მიზანი ჩვენთვის არის ივანიშვილის დამხობა მის სათამაშოებთან ერთად”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა”

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ კონკრეტულ მძიმე ფაქტებს მწვავე შეფასებებით...

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...