ორშაბათი, ივნისი 2, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა

თბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაის ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს შანხაის ვიცე-მერმა სიე ტუნგმა და ანდრია ბასილაიამ მოაწერეს ხელი.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, სპორტის, კულტურის, გამწვანების, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სფეროში.

შანხაის ვიცე-მერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ქალაქებს შორის თანამშრონლობის გაღრმავების აუცილებლობას.

თბილისისა და შანხაის დამეგობრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შანხაი სიდიდით მეორე ქალაქია ჩინეთში, სადაც 24 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მისი ეკონომოკა მსოფლიოს ქალაქებს შორის მე-5 ადგილზეა. შანხაის მთლიანი შიდა პროდუქტი 750 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში ცნობილია ყველაზე დიდი ტვირთბრუნვის პორტით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერის მოადგილე „შანხაის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმსაც“ დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

აღნიშნულ ფორუმზე მიწვეული იყო 26 ქალაქის დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ შანხაის, ლივერპულის, ათენის, მარსელის, ლოს ანჯელესის, რიო დე ჟანეიროს და სხვა ქალაქების მერები და ვიცე-მერები.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარისევლობის ზეობაა!!! რომ არ ვიცოდე სიმართლე ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის ცხოვრება” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ...

“სალომე ზურაბიშვილი, თან ამბობს გაერთიანდითო და თან ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოხდეს გაერთიანება…” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მე-5...

“იმ არჩევნებში, რომელსაც ატარებს ბიძინა ივანიშვილი, არსებობს გაყალბების დიდი საფრთხე” – პაატა ბურჭულაძე

ქართველი საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე კომენტარს აკეთებს...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო...

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...