spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე" - ზურაბ გირჩი...

“რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის საკიხთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს აკეთებს:

მსჯელობას იმაზე, სწორია თუ არა ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, აზრი აღარ აქვს. ყველა არგუმენტი ნათქვამი/დაწერილი მაქვს – უდიდესი შეცდომაა!

მაგრამ რაცაა, ეგაა. სანამ ქუჩაში ვართ, სანამ არ გავტყდით, სანამ წინააღმდეგობა არსებობს, სანამ საღამოს რუსთაველზე ხალხი დგას, ასეთ შეცდომებს მოვინელებთ.

მაგრამ რაღაც სიმართლეები უნდა ითქვას ახლავე:

1. ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში. ერთობა არ არის და ასე არც იკვრება.

2. ვერანაირი ერთობა ვერ იქნება. სტრატეგიაში ავცდით ერთმანეთს.
ჩვენთვის ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იმ ვითომ არჩევნებს დანიშნავს და წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ე.წ კომისიაზე გვიბარებს ერთი ნაგავია. ორივე არავინაა. ორივე კლოუნია.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გამოჩნდეს რომ ამ ცირკში ხალხი არ იღებს მონაწილეობას და მანდ ვცდებით ფუნდამენტურად.

3. ვერანაირი 3,000 ცხელი წერტილი ვერ იქნება. კი ჟღერს პოეტურად, მაგრამ მხოლოდ ჟღერს და ასეც დარჩება. ეს იცის ყველამ.

4. ვერანაირი ბრძოლა გამარჯვებისთვის ვერ იქნება. არც ერთი გონიერი არსება არ დაიჯერებს, რომ ოპოზიციის მესამედი, არჩევნებზე, სადაც გამოცხადება ტრადიციულზე დაბალია, მოუგებს რეჟიმს, რომელიც თვითონ წერს რიცხვებს, მაშინ როცა 13 წელია ეს ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანად.

5. ვერანაირი თბილისის მოგება ვერ იქნება. ასეთი რეჟიმები ძალაუფლების კონსოლიდაციის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა არიან, არჩევნებით ძალაუფლებას არ თმობენ, არც დედაქალაქებში (არსად).

6. არანაირი “რეგიონებში გავალთ, ხალხს შევხვდებით” არ იქნება. რაც იქნება, იქნება მედიასპექტაკლები.
და ა.შ.

რა იქნება რეალურად?

– აი, რასაც ახლა ვუყურებთ ეგ იქნება, დაემატება მეტი რეპორტაჟი, როგორ დადიან პოლიტიკოსები ქუჩაში და როგორ ხვდებიან პარტაქტივს რეგიონებში.
ასევე დაემატება საარჩევნო სატელევიზიო კლიპები და ქუჩის ბანერები. მეტი არაფერი არ იქნება;

– იქნება რაღაც უბადრუკი საკრებულოს ადგილები;

– ძალიან მაღალი ალბათობით, მაგ პარტიებისთვის იქნება იმაზე ნაკლები ხმები, ვიდრე 26 ოქტომბერს აიღეს (ნომინალში),

– იქნება მეტი უნდობლობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის;

– იქნება ქოცების პროპაგანდა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რადგან ამ პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში ჩაერთო;

– იქნება პრობლემები გარეთ კომუნიკაციაში, რადგან შარშან ოქტომბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები გაიყო ოპო ფლანგზე;

– 4-ში ღამითვე დაიწყება რუსული რეჟიმის პროპაგანდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააფარჩაკეს და დადებენ თავიანთ რიცხვებს;

– მონაწილე პარტიების მხრიდან იქნება სპეკულაცია, რომ “აი, ერთად რომ მიგვეღო მონაწილეობა, დავლეწავდით კრამიტებს”;

ეს ყველაფერი იქნება.

აი, 5 ოქტომბრიდან რა იქნება, ეგ ჯერ გაუგებარია. მაგრამ დასაკიდებელია.

ახლა ამოცანა არის:
1. ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება;
2. 4-ში ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმა.
ბოლომდე!
08.07.2025” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა” – დავით...

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...