კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებილენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ლენტეხში სრული კარანტინი ამოქმედდება, რაც კორონავირუსული ინფექციის პრევენციას უკავშირდება. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა განუცხადა.

მოგეხსენებათ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დადასტურდა – 4 შემთხვევა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიური და ოპერატიული პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ მუნიციპალიტეტში.

ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში.

ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ლენტეხის რაიონის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის ძალები. ასევე, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ადგილზე უკვე დაწყებულია პროაქტიური თერმოსკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“ნინო ნადირაძე არის კოლექტიური ქოცის სახე” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“კახა კალაძე, იყავი და მუდამ იქნები ღირსეული! ასე ფიქრობს თბილისი, ასე ფიქრობს ხალხი!❤️” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟურნალისტის და პიარტექნოლოგის, ლალი მოროშკინას...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...