ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

იუსტიციის სამინისტრომ მომსახურების სერვისები და მოქალაქეთა მომსახურება განაახლა

ეტაპობრივად განახლდა სერვისების მიწოდება იუსტიციის სამინისტროს დანაყოფებში, მათ შორის დისტაციურად. შესაბამისი ინფორმაციები სამინისტროს გვერდების მეშვეობით გავრცელდა:

 

საქართველოს ეროვნული არქივი

საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი იწყებს ყველაზე მოთხოვნადი 8  სერვისის  დისტანციურად გაცემას. ეს სერვისებია:

1. დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
2. ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
3. განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
4. გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
5. კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
6. ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
7. კოოპერატივში გაწევრების შესახებ საარქივო ცნობა;
8. დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა.

საჭირო საარქივო მომსახურების მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია, განაცხადი გააგზავნოს ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე (services@archives.gov.ge) ან განაცხადი გააკეთოს ეროვნული არქივის ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).

განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით.

საარქივო ცნობის დისტანციურად მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე (services@archives.gov.ge) ან/და სოციალური ქსელების საშუალებით (Viber, Whats-App).
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ აქვს ინტერნეტკავშირზე წვდომა, მას შეუძლია, დამატებითი დოკუმენტები მოათავსოს უშუალოდ ეროვნული არქივის (ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი არქივების) ოფისებში განთავსებულ სპეციალურ საფოსტო ყუთებში.

დამატებითი დოკუმენტებია:

  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინდობილობა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში − პასპორტის ასლი.
მომსახურების საფასურის შეღავათით შემდეგი მოქალაქეები სარგებლობენ:
  1. თუ საარქივო ცნობა უშუალოდ მათ ეხება, მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან:
− შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
− მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
− სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან
გათანაბრებული პირები;
− საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან
გათანაბრებული პირები;
− იძულებით გადაადგილებული პირები;
− სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.
  1. თუ საარქივო ცნობა უშუალოდ მათ ეხება, საფასურის 50%-ის გადახდის შეღავათით სარგებლობენ:
− მოსწავლეები;
− სტუდენტები;
− პენსიონერები.

უკვე 10 აპრილიდან მოქალაქეები დისტანციური რეჟიმში ეროვნული არქივის სხვა სერვისების მიღებასაც შეძლებენ.

* * *

სააღსრულებო წარმოება და არასააღსრულებო სერვისები

კრედიტორს/განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა დისტანციურად, პორტალ my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge საშუალებით ელექტრონულად წარმოადგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებელი დოკუმენტაცია.

ელექტრონული ფოსტით დოკუმენტაციის წარდგენისას იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მითითებული იყოს კრედიტორის ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელის მიერ გადამოწმდება ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორე და კრედიტორთან კუთვნილება.

საქმისწარმოება სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის დედნის გარეშე დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო ფურცელს წარდგენისას არ ახლავს განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი რეკვიზიტები, აღმასრულებელი უფლებამოსილია არ დაიწყოს აღსრულება.

დოკუმენტაციის დედნის წარდგენა უნდა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ 10 სამუშაო დღის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდება;

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის ასლი არ შეესაბამება დედანს, აღმასრულებელი ვალდებულია შეწყვიტოს სააღსრულებო წარმოება და მასალები გადააგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 749 649

* * *
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
9 აპრილიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემას განაახლა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში (10 დღე) მიიღებს.

ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge -ზე  ან  sda.gov.ge
-ზე, ხოლო მზა  დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

ვისაც პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი, 13 აპრილამდე უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს; 13 აპრილიდან კი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება  my.gov.ge -ზე  ან sda.gov.ge -ზე, ხოლო მზა  დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს.

სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად  შეძლებენ.  ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მოქალაქე მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებს.

* * *
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
9 აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების გაცემა განახლა.  ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  საჯარო რეესტრის უკვე 150-მდე მომსახურება  დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი.  სერვისების ნაწილზე გამარტივდა მათი მოთხოვნისა და მიღების ფორმები.
მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების  რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები.

მოქალაქეს პორტალზე  – MY.GOV.GE ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების გარეშე შეუძლია:

–  საჯარო რეესტრიდან ინფორმაციისა და ცნობების მიღება;

–  ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთებზე უფლებების რეესტრიდან, ბიზნესრეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა                            რეესტრიდან, გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან;

–  განცხადებების ძებნა.
მოქალაქეები my.gov.ge-ზე სერვისების ერთი ნაწილის მიღებას შეძლებენ ელექტრონული ხელმოწერის გარეშე, თუმცა, სერვისების ნაწილზე საკუთრების უფლების დაცულობიდან გამომდინარე,  საჭირო იქნება ავტორიზაცია და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება.

პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შემდეგი სერვისების მისაღებადაა საჭირო: 

უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია, როგორიცაა ჩუქება, მემკვიდრეობა, გაცვლა, ნასყიდობა, იპოთეკის, იჯარის, ქირავნობის რეგისტრაცია და სხვა;

–   ქონების  დაყოფა ან გაერთიანება;

–  ახალი ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება;

–  კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

–  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა და ჩატარება;

–  ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება;

–   საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის  რეგისტრაცია და სხვა.
იმისათვის, თუ როგორ მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405.

თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება  საჯარო რეესტრის   ელფოსტითაც  (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი.  მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე.

მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ, მოითხოვონ:

–  მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია;

–  საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა)  რეგისტრაცია;

–  საკადასტრო გეგმის  ან საკადასტრო რუკის მომზადება;

–  ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათება ან საინვენტარიზაციო გეგმების მომზადება;

–  არქივში დაცული დოკუმენტის ასლების მიღება;

–  მისამართის დაზუსტება და ფართისთვის ნომრის მინიჭება;

–   რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;

–   მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება;

–   ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და სხვა.
დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და  შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას.  მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად  დარეკეთ ნომერზე: 0322 405 405.

დისტანციურ რეჟიმში (ელფოსტით ან ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით თუ მის გარეშე) და  მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://napr.gov.ge/p/1917

 

* * *
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

10 აპრილიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა.   დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა.

ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს,  შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს.

დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის  დარეგისტრირება  ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი  დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას  პორტალ  my.gov.ge -ს ან  sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს.

ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს  მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც.

ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება  my.gov.ge -ზე  ან  sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა  დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი დაიგეგმება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული