შაბათი, მარტი 14, 2026
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციები2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების...

2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი შეადგინა

2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 5.7%-ით მეტი იყო და სულ 14.8 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2025 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 14.8% – სპონსორობამ, ხოლო 10.8% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის I კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.1 მილიონი ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და 2024 წლის I კვარტლის მსგავსად, კვლავ 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა „პოსტვ“-ის შემოსავალი და 1.7 მილიონ ლარს გაუტოლდა. გაიზარდა ასევე „ფორმულას“ კომერციული შემოსავალიც, რამაც 2025 წლის I კვარტალში 1.5 მილიონი ლარი შეადგინა და გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალს, 0.8 მილიონი ლარით გადააჭარბა. 0.4 მილიონი ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „ბი ემ ჯი“-სა და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის, მათი კომერციული შემოსავლები უცვლელი დარჩა და „ბი ემ ჯი“-ის შემთხვევაში 0.8 მილიონ ლარს, ხოლო „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის შემთხვევაში კვლავ 0.4 მილიონ ლარს უდრიდა. 0.3 მილიონი ლარით გაიზარდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც მიმდინარე წლის I კვარტალში 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, ორჯერ გაიზარდა „სილქნეტის“ შემოსავალიც და სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. „პალიტრანიუსის“ შემთხვევაში კი, მათი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი იყო.

რადიომაუწყებლების მიერ 2025 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო დანარჩენი 11% სპონსორობაზე მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ComCom-ის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული გახსნა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან...

გიორგი კეპულაძე: “რა “იმალება” სესხის პროცენტის მიღმა?”

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“ქართული ოცნებისთვის” ეუთო-ს ეს ანგარიში დიდი უბედურებაა” – გია ჯაფარიძე

ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე, ეუთოს საგამოძიებო...

“ხელისუფლების მომხრეთა თვითდარწმუნება ბიძინას უცთომელობაში ისეთ სიმაღლეებზეა უკვე გასული, რომ ყველაფერს ირწმუნებენ” – დავით...

ყულევის ტერმინალის საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციციებს კონკრეტული განმარტებებით და...

მიხეილ სააკაშვილი: “ტრამპი მაგრად უსრულებს პუტინს…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოლო პერიოდში მომხდარ გეოპოლიტიკურ...

“იმედია, როცა მიშას სიტყვის დრო მოვა, ისეთი ხმამაღალი იქნება, რომ გავიგებთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის,...