კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის მინიშნებები

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება საპროტესტო მარშის დროს მომხდარ დაპირისპირებას, მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით და ფაქტს მწვავე შეფასებებს აძლევს, კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში კონკრეტული ფაქტების გახსენების პარალელურად.

,,სალომე ზურაბიშვილი პრობლემა არ არის. დაგვიძახებს – გავალთ! აი, ის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობდა – და თავის წიგნშიც წერდა – რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო – რომ 2007 წელს წითელუბნის რადარი სააკაშვილმა დაბომბა, რათა პუტინი ცუდ ტიპად წარმოეჩინა – რომელიც ივანიშვილის “პრინციპული არჩევანი” იყო 2018 წლის “საპრეზიდენტო არჩევნებად” წოდებული სპეცოპერაციისას (არაფრით რომ არ ჩამოუვარდებოდა 2024 წლის “არჩევნებს”) – რომელმაც დაიწყო “გარეჯი საქართველოას” რუსული სპეცოპერაცია და ეს ყველაფერი ერთხელაც არ მოუნანიებია…

არც სალომე ზურაბიშვილის მარჯვენა ხელი, ეკა ბესელიაა პრობლემა – აი, ის ეკა ბესელია, რომელმაც ბევრი იბრძოლა, რომ სააკაშვილის დროს დაჭერილი რუსი ჯაშუშები, ტერორისტები და რუსული ფსბ-ს ოფიცრები პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსულიყვნენ ციხეებიდან და რომელმაც ეს ყველაფერი სრულიად უანგაროდ გააკეთა (ჩემი გჯერა?!) – და არა დიდი ფულის სანაცვლოდ ან რუსული დავალების შესასრულებლად.

არც რომელიმე პათეტიკის მგმობი, პათეტიკური კულტურის მუშაკი, პოეტი, სახალხო არტისტი ან სხვა წითელი ინტელიგენტი გვიშლის ხელს, ბოლომდე რომ იჯდა ივანიშვილის კოლბაში და ხეირობდა რუსი ოლიგარქის პირობადებული სიკეთეებით, სანამ იქიდან პანჩურით არ გამოაგდეს და უთხრეს, მეტი აღარ დაგვჭირდებიო…

პრობლემა სააკაშვილის ბანერია! სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...