spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა

გიორგი ჭიღვარიამ დღეს თანმადებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მერის ამ გადაწყვეტილების მიზეზი და სად ვიხილავთ მას მომავალში. არაოფიციალური წყაროს ცნობით მას თანამდებობას სთავაზობენ აკაკი წერეთლის უნივერიტეტში, რომლის პროფესორიცაა.

მერის მოვალეობას მის მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!” – განცხადებას მერიის პრესცენტრი ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას აფიქსირებს გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თევდორაძე.

ქუთაისის მერის წასვლა ეს არის ცვლილება, რომელიც ქალაქისთვის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არაფერს შეცვლის. ერთადერთი ოდნავ შეიცვლება ბალანსი ქართული ოცნების შიგნით. ქუთაისს სჭირდება, პარლამენტი და განვითარების კონკრეტული გეგმა და არა ნომინალური მერების როტაცია.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შექმნილ სიტუაციაში როდესაც მთელი ქვეყანა ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე დგას და მართველი გუნდის მთავარი საზრუნავი საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური გადარჩენა უნდა იყოს, ხელისუფლებაში მოკალათებული ინტერესთა ჯგუფებისთვის ამ ყველაფერზე გაცილებით მნიშვნელოვანი, დროის ხელთება და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაა სხვა ჯგუფების შევიწროვების ხარჯზე!

პრობლემების გადაწყვეტის გასაღები, თავის დროზე ,,ქართული ოცნების” წასვლაშია!” – აღნიშნა გიორგი თევდორაძემ

შეგახსენებთ, გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერი, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...