შაბათი, აგვისტო 2, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენი ამოცანაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ...

ჩვენი ამოცანაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ გადარჩენის და ხელახლა ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსი – მამუკა ხაზარაძე

ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, მთავრობას და ბანკებს 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს:

,,პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოში, მედიკოსთა თავგანწირვის მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მატულობს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია და ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობას, სამწუხაროდ, დღემდე არ წარმოუდგენია გამართული ანტიკრიზისული გეგმა და პანდემიისაგან მოყენებული ეკონომიკური ზარალის მიახლოებითი შეფასება მაინც.

უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები: რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი? რა ფინანსური ინექცია იქნება საჭირო ეკონომიკის ხელახლა ასამუშავებლად?

როგორ შევინარჩუნოთ ლარის კურსის სტაბილურობა? როგორ გადავარჩინოთ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები გაკოტრებას? შესაბამისად, როგორ შევინარჩუნოთ მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები? რა ვუყოთ სოფლის მეურნეობას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას? როგორ მოვახერხოთ ისე, რომ საგაზაფხულო ხვნა-თესვა არ ჩავარდეს?

ჩვენ მიერ წარმოდგენილი 6 მლრდ ლარის მოცულობის ფინანსური ანტიკრიზისული გეგმა ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევქმენით და ჩვენი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია 3 მლრდ ლარის საგარანტიო ინსტრუმენტის შექმნა. ამ გარანტიის საფუძველზე ბანკებმა უნდა დაიწყონ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება იმ პირობით, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ თავიანთ თანამშრომლებს. ამ ფინანსური მექანიზმით გადავარჩენთ ბიზნესს და მასში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს დაკარგვისგან. ასეთი სესხების გაცემა უნდა მოხდეს დროში ოპერატიულად და მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატიულობით.

უნდა ვივარაუდოთ, რომ პანდემიის კლება მოხდება უახლოეს ორ თვეში, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ გადარჩენის და ხელახლა ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსი. თუ პანდემია გაგრძელდა, მაინც მოგვიწევს მკაცრი რეგულაციის პირობებში ბიზნესების გახსნა, ასე რომ, ორივე შემთხვევაში ჩვენი – ლელოს მოდელი ერთადერთი სწორი გამოსავალია.

მოვუწოდებთ მთავრობას და ბანკებს, დროულად შეიმუშაონ შესაბამისი პროცედურა ამ გეგმის განსახორციელებლად,’’ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...