შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული" - ნინო ჯანგირაშვილი

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ “მეგობარი აქტის” დამტკიცებას 5-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული:

1. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ საქართველოს არ მიატოვებს და არ დატოვებს რუსეთის ლუკმად. აშშ არ აპირებს რეგიონში რუსეთის, ჩინეთის და ირანის დომინაცია დაუშვას;

2. აშშ არ აპირებს სიტყვები ურჩიოს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მტრებს და მიარჭობს შესაბამის პასუხს ძალიან ხისტად. ამ საკითხზე აშშ–ში არის სრული პოლიტიკური კონსენსუსი, რაც დაადასტურა კენჭისყრის შედეგებმა;

3. ილუზიები, რაც რუს/ქოცებს ტრამპთან დაკავშირებით ქონდათ საბოლოოდ ჩამოიმსხვრა და ვერვითარი ინტერპრეტაციით ვეღარ შეძლებენ სპეკულირებას;

4. იმ ხალხის ბრძოლა, ვინც თვეებია საქართველოს გარუსეთებას უპირისპირდება, არ არის ფუჭი და ამაო, რაც გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიბრძოლოთ ქუჩაში, სამსახურში, მეტროში და ყველგან სადაც შესაძლებელია;

5. ქოცი იღებს შეუქცევად დაზიანებას, რომელსაც ვეღარ შეაკეთებს. ის უბრალოდ დისფუნქციური გახდება, რაც არ უნდა ამეცადინონ და სული უბერონ ეფესბეს ინსტრუქტორებმა და რაც არ უნდა აქოს მარგო სიმონიანმა. თუ ვინმეს ოდნავ მაინც აზროვნება შერჩენია ივანიშვილის რეჟიმის იერარქიაში და გარემოცვაში, უბრალოდ გაიქცევა. ის ბალასტი, ვინც დარჩება უბრალოდ არ არის საინტერესო და ვერაფერს შეცვლის, ვერ შეაკავებს რეჟიმის ჩამოშლას.

კიდევ შეიძლება ჩამონათვალის გაგრძელება, მაგრამ ესეც საკმარისია ჯერჯერობით. დიდება ამერიკას, დიდება საქართველოს🇺🇸🇬🇪“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...