29 აპრილს პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების ბინებში ჩატარებულ ჩხრეკებს მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:
“მოკლედ, გუშინდელი დღე უკიდურესად დამაფიქრებელი და გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. იმიტომ არა, რომ უარესი არ მომხდარა. იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მკაფიოდ და გახსნილად თქვა რეჟიმმა თავისი სათქმელი: მომავალი არ იქნება.
მოვიდა კარგად დავიწყებული ძველის განახლების დრო და ამ ყველაფრის ჩემი მოქმედების მოდუსზე ასახვის დროც.
დიქტატურა უნდა დაემხოს!” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.