ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია -...

მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია – პაატა იმნაძე

მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს მიმართავს და სახლში ლოცვისაკენ მოუწოდებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე:

იცით რომ, მე ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა, რჩევა იყოს საფრთხის ადეკვატური. ამავე დროს მინდა ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ 2 კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით, იმის დაცვა-არდაცვით შედეგი ჩნდება დღეს, რა რჩევებსაც დღეს ვიძლევით, რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება 2 კვირის შემდეგ. ანუ, ჩვენი აკრძალვებით თუ რჩევებით ყოველთვის დროს უნდა ვუსწრებდეთ.

აქედან გამომდინარე მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მე მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები, ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. ჩვენი ეკლესია დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში.

ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ კი ერთმანეთისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის სახლში ვილოცოთ!” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...