ორშაბათი, ივნისი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა7 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ავიარეისები განხორციელდება რამდენიმე...

7 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ავიარეისები განხორციელდება რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქიდან

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთიდან საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი რეისების შესახებ ავრცელებს განცხადებას. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 7 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით განხორციელდება 7 რეისი:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:

✔️16 აპრილი – პარიზი-თბილისი

✔️18 აპრილი – თელავივი-თბილისი

✔️21 აპრილი – რომი-თბილისი

აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.

ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

📣საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება :

7 აპრილი – ათენი-თბილისი
10 აპრილი – ლარნაკა-თბილისი
12 აპრილი – ბერლინი-თბილისი
14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბონდო შალიკიანის დაკავებაზე მოვიშვიშე ხალხი სად ხართ? ეს ყველაფერი ჯდება თქვენს გემოვნებაში?” – ბაჩანა...

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების თუ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში,...