ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს...

“ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ატარებს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

როგორც მან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინიზაცია ვერ მოხდება საქართველოში. შეგიძლიათ, ამოიღოთ განცხადებები, როდესაც მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, პირდაპირ რეზოლუცია აქვთ ჩაწერილი, სანქციებს რომ უნდა მიერთებოდა თურმე ჩვენი ქვეყანა. ეს არის მტრობა. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და ამ გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატების მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა, სად ვიქნებოდით? ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს არანაირი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად.

ჩატარდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. არჩევნები აღიარა ქართველმა ხალხმა, ასევე, აღიარა ეუთო/ოდირ-მა – ორგანიზაციამ, რომელიც აკვირდებოდა მას. ადამიანის უფლებები დაცულია, ისე, როგორც არასდროს. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი პოლიტიკური მოსაზრება სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, ამისთვის არ იდევნებიან; ბიზნესი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებაც კი არ შეიძლება იმ პერიოდთან, როდესაც აუბედურებდნენ ოჯახებს, კლავდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ, ბიზნესს „აჩმორებდნენ“ და ამას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებენ. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება.

საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს „ასოცირების ხელშეკრულებას“ ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენზე ადრე გაუხსნეს მოლაპარაკებები. ყველანაირი თვალსაზრისით გაცილებით წინ ვართ, თუმცა ზოგიერთი ევროპელი გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სცდება რეალობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...