ორშაბათი, აპრილი 14, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ...

“შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი. დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები!” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის დაბარების ფაქტს და “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებს მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა!

და მართლა მაინტერესებს რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?!

ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს პატრიოტთა ალიანსის წევრებმა. დღეს კი ქოცები ახორციელებენ.

უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე.

იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი!

მაგრამ ეს არ გამოვა! ეს ყველაფერი დროებითია.

მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ!

ვეუბნები “ქართულ ოცნებას”, დაიმახსოვრეთ კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!

შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი.

დანიშნეთ არჩევნები!

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები!

გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე როგორ გაიყიდეთ?! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!” – გიორგი ვაშაძე...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებებით და კონკრეტული...

“კახა კალაძე, თქვენი საქმე პოლიტიკური განცხადებები და დიფ სთეითთან ბრძოლა არაა. ავარიული კორპუსების მოვლაა!”...

თბილისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი,...

“ამ იდიოტურ, გაურკვეველ მორალისტობას თუ მორჩება ბაბლი, შეიძლება რამე გვეშველოს” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი ბაჩანა შენგელია, თეა წულუკიანის სახლთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დილით ანაკლიაში ბანაობდა და საღამოს მწვანე შარვლით მთაში დასრიალებდა‼️ გიჟი იყო, აბა არ იყო?!”...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის,...

აბა თუ მიხვდებით რა აქვთ საერთო კობახიძეს, პაპუაშვილს და ოხანაშვილს, რომლებზეც კრემლმა პირდაპირ გააკეთა...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს...

“ამ ვირიშვილებს არ უნდა მივცეთ უფლება სიმართლის გამო დაგვაბულინგონ. ყოჩაღ თეა!” – შალვა...

“Pos TV”-ის დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს,...