სამშაბათი, აპრილი 15, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ...

“შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი. დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები!” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის დაბარების ფაქტს და “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებს მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა!

და მართლა მაინტერესებს რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?!

ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს პატრიოტთა ალიანსის წევრებმა. დღეს კი ქოცები ახორციელებენ.

უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე.

იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი!

მაგრამ ეს არ გამოვა! ეს ყველაფერი დროებითია.

მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ!

ვეუბნები “ქართულ ოცნებას”, დაიმახსოვრეთ კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!

შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი.

დანიშნეთ არჩევნები!

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები!

გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პატიმარი შვილების დედებს ტიტუშკები როგორ უნდა მიუგზავნო, თანაგრძნობის უნარი როგორ უნდა დაკარგო?!” – ელისო...

9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

პაატა მანჯგალაძე: “წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით – ისტორიის გადასაწერად!”

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“რუსეთის იმ დონის მონაა კობახიძე, რომ საბჭოთა არმიის ხსენებასაც ვერ ბედავს უარყოფით კონტექსტში” –...

9 აპრილის ტრაგედიის 36 წლისთავთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა, ირაკლი...

“ოცნების” გლდანის დღევანდელი გამგებელი და მისი ბიოგრაფია გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამახსენა – ნიკა მელია

თბილისში, გლდანის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც ავარიული კორპუსის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის,...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“ყველაფერში ვეთანხმები კობახიძეს – მაშინაც და დღესაც უცხოური ძალა მოქმედებს ქართველი ერის დაყოფისა და...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, ერთგვარი დაკონკრეტებით, მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...