შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებსა და ევროკომისიის ხელმძღვანელს მიშელ რუპს...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებსა და ევროკომისიის ხელმძღვანელს მიშელ რუპს შორის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები, გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე, ბრიუსელში ევროკომისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროკომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიშელ რუპიც იმყოფებოდა. გიორგი ვაშაძის თქმით შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს, ასევე კონკრეტულად განიხილეს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმა და ამ პუნქტების შესრულების გზები.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ევროკომისია დიდი ხანია საქართველოს როგორც პროგრესს, ასევე რეგრესს აკვირდება და მათი აზრით აბსოლუტურად შესაძლებელია დეკემბრამდე 12-ვე პუნქტი შესრულდეს, უბრალოდ მათი აზრით ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს ამ ნაბიჯების გადადგმა:

შეხვედრა გვქონდა ევროკომისიის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, მიშელ რუპთან. რუპი პირადად იყო ჩართული იმ 12 კრიტერიუმის შემუშავებაში, რომლის დასაკმაყოფილებლად ევროკომისიამ საქართველოს დრო დეკემბრამდე დაუწესა.

ევროკომისიაში ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი საქართველოს, როგორც შიდა პროცესების, ასევე იმ სიძნელეების და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო და ქართული პოლიტიკა დგას.

შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 კრიტერიუმი, რუპის აზრით აბსოლუტურად შესრულებადია 12-ვე კრიტერიუმის დეკემბრამდე დაკმაყოფილება, მისი თქმით ყველა პუნქტი ისეა გაწერილი, რომ აბსოლუტურად შეძლებადია საქართველოსთვის ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

ევროკომისიის წევრებმა გვითხრეს, რომ დიდი ხანია საქართველოს როგორც პროგრესს, ასევე რეგრესს აკვირდებიან და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში პროგრესის მაგივრად რეგრესია.

რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა აუცილებლობას, რომ ხელისუფლებამ ეს მოთხოვნები უნდა შეასრულოს, კრიტერიუმები, რომლის შესასრულებლად მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.

ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველოში როგორც პოლიტიკურ, ასევე პროფესიულ წრეებში არიან ძალიან კარგი პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ამ 12 კრიტერიუმის სწრაფად დაკმაყოფილება, სამუშაოს ჩატარება. მათი თქმით – განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან პროფესიონალიზმის და ექსპერტიზმის საკითხი საქართველოში ძალიან მაღალია.

კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ ყველაფერი ახლა დამოკიდებულია საქართველოზე, სამოქალაქო სექტორზე, პოლიტიკურ წრეებზე, ქვეყნის შიგნით აქტიურობაზე, რომელშიც ისინი გარედან ვერ ჩაერევიან მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც შეეხება დახმარებას, როგორიცაა მონიტორინგი და ასე შემდეგ, ისინი მზად არიან ყველა ამ მიმართულებით გვერდში დაგვიდგნენ. უბრალოდ, როგორც ევროკომისიის წევრები გვეუბნებიან, მთავარი პოლიტიკური ნებაა, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს ამ ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

“რუსეთი საქართველოს ანექსიას გეგმავს – ამ გეგმას კრემლის პროპაგან*ონი, დუგინი აჟღერებს” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებას აკეთებს რუსი...

“კახა კალაძე, თქვენი საქმე პოლიტიკური განცხადებები და დიფ სთეითთან ბრძოლა არაა. ავარიული კორპუსების მოვლაა!”...

თბილისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი,...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...