შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანორმალურად დიდი ერთიანობა გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმს მოვერიოთ!!!"...

“არანორმალურად დიდი ერთიანობა გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმს მოვერიოთ!!!” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს:

,,კიდევ თუ ვერ გამოერკვიეთ და პოლიტიკოსობანას თამაშის გაგრძელებას აპირებთ, უბრალოდ გაკლიათ ან იდიოტები ხართ… მე არ ვფიქრობ ასე, მეტიც, მაღალი წარმოდგენის ვარ ყველაზე, ვინც ანაკონდა ივანიშვილს წინააღმდეგობას უწევს, იბრძვით და იცავთ საქართველოს მომავალს.

ყველამ გაიაზრეთ, რომ არავინ, არავისზე მაგარი, მაღალი, უკეთესი არ ხართ და ამ ბრძოლაში თანასწორობა უმნიშვნელოვანესია.

არანორმალურად დიდი ერთიანობა გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმს მოვერიოთ!!! განსხვავებები არსებობს და ეს ნორმალურია, მაგრამ ახლა გადაკვეთის წერტილები უნდა მოიძებნოს, მოინახოს… სხვანაირად არაფერი გამოვა…

ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ცალკე მებრძოლი მელია, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ნებისმიერი სხვა არის განწირული… ერთად მებრძოლი მელია – ხაბეიშვილი არის კონსოლიდირების მაჩვენებელი… დაქსაქსული, გათითოკაცებული ოპოზიცია არის საჩუქარი დამპალი, კორუმპირებული, დამნაშავე რეჟიმისთვის…

ძალას დავუპირისპიროთ ძალა ✊🏻🇬🇪”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...