spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "საკურას ყვავილობის დღეები" იმართება -...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” იმართება – 5 და 6 აპრილს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც ტოკიოდან მოწვეული ოსტატი უძღვებოდა. ასევე, გაიმართა კენდოს წარმოდგენა და სუშის მომზადების მასტერკლასი.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უკვე მეხუთე წელია ტარდება საკურას ყვავილობის ფესტივალი. ეს დღე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. სულ ცოტა ხნის წინ, ბოტანიკურ ბაღში განახლდა იაპონური ბაღის კუთხე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იაპონიის საელჩოს. წელს ბაღს 180 წელი შეუსრულდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკურას ყვავილობის დღეები“ 5 და 6 აპრილს იმართება. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებელს დახვდება იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ორიგამის, შოდოს, ოშიბანას, კინცუგის მასტერკლასები, ანიმეების გამოფენა და იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება.

„ვცდილობთ, რომ საკურას ყვავილობის ფესტივალზე ქართველმა ვიზიტორებმა, სტუმრებმა მაქსიმალურად გაიცნონ იაპონური კულტურა. გვქონდა ტრადიციული, კლასიკური ჩაის ცერემონია. ამ ორი დღის განმავლობაში, კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი“, – განაცხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ.

საკურას ყვავილობის ფესტივალი ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

საინტერესო ინფორმაციები საკურას ყვავილობასა და ჰანამის დღესასწაულზე

საკურა – დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპონიის ეროვნული ყვავილია

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...