ორშაბათი, აპრილი 14, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "საკურას ყვავილობის დღეები" იმართება -...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” იმართება – 5 და 6 აპრილს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც ტოკიოდან მოწვეული ოსტატი უძღვებოდა. ასევე, გაიმართა კენდოს წარმოდგენა და სუშის მომზადების მასტერკლასი.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უკვე მეხუთე წელია ტარდება საკურას ყვავილობის ფესტივალი. ეს დღე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. სულ ცოტა ხნის წინ, ბოტანიკურ ბაღში განახლდა იაპონური ბაღის კუთხე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იაპონიის საელჩოს. წელს ბაღს 180 წელი შეუსრულდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკურას ყვავილობის დღეები“ 5 და 6 აპრილს იმართება. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებელს დახვდება იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ორიგამის, შოდოს, ოშიბანას, კინცუგის მასტერკლასები, ანიმეების გამოფენა და იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება.

„ვცდილობთ, რომ საკურას ყვავილობის ფესტივალზე ქართველმა ვიზიტორებმა, სტუმრებმა მაქსიმალურად გაიცნონ იაპონური კულტურა. გვქონდა ტრადიციული, კლასიკური ჩაის ცერემონია. ამ ორი დღის განმავლობაში, კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი“, – განაცხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ.

საკურას ყვავილობის ფესტივალი ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

საინტერესო ინფორმაციები საკურას ყვავილობასა და ჰანამის დღესასწაულზე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ შეკითხვას მისი შთამომავალი დაუსვამს, როცა ძველ კადრებს ნახავს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სამართალდამცავის მხრიდან უკანონო ქმედებებზე მინიშნებით კონკრეტულ...

“ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

მიხეილ სააკაშვილი: “უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს აგვისტოს...

“ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში შექმნილ რეალობას ემოციური...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...

“შე დედაფეთქებულო, დაღუპულ უკრაინელებს რომ ითვლი, გაცილებით მეტი ადამიანი ჰყავს დაღუპული რუსეთს, ამ ომში...

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში დაღუპულებთან დაკავშირებით, გაკეთებულ ცალკეულ...