spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მე მდგომარეობას ვაფასებ როგორც დედა - ეს არის...

“მე მდგომარეობას ვაფასებ როგორც დედა – ეს არის ლეტალური პროცესის წინაპირობა” – ეკა წერეთელი

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა 4 აპრილს შვილი საპატიმროში მოინახულა, რის შემდეგაც ,,ტვ პირველთან” ინტერვიუში გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება:

,,დღეს არის შიმშილობის 24 დღე და მე, რაც იქ ვნახე, ეს არ არის მხოლოდ შიმშილობის შედეგი… ჩვენ არ ვიცით რა მოხდა იქ 13 მარტს. ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც შევიდა ციხეში, დღეს ქვედა კიდურებს ვერ გრძნობს, ვერ დგება და ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად.

მე ამას ვაფასებ როგორც დედა – ეს არის ლეტალური პროცესის წინაპირობა.

ახლა მივმართავ ორ ადამიანს საქართველოში – ეს არის გენ. პროკურორი გაბიტაშვილი და მოსამართლე, იზა კელენჯერიძე: თქვენ ხართ მკვლელები, თქვენ არ გაგივათ “სანდრო გირგვლიანი 2”.

იზა კელენჯერიძეს მივმართავ – თავის პატარა შვილთან ერთად მოვიდეს და შევიდეთ ციხეში, ვნახოთ ჩემი შვილი. შენი უკანონო გადაწყვეტილებების გამო, ჩემი შვილი ახლა შიმშილობს და ვერ გადაადგილდება. თქვენ ხართ მკვლელები!

მე ახლა მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც კიდევ რაღაცა გეთქმით, ამოიღეთ ხმა! ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს ეს არის სინდისის პატიმრების მშობლები. თქვენ ხართ ყველაზე დიდი მებრძოლი ადამიანები, თქვენ ხართ ყველაზე დიდი პატრიოტები ამ ქვეყნის!

“სანდრო გირგვლიანი 2” თქვენ არ გაგივათ“, – განაცხადა ეკა წერეთელმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...