პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ამერიკაა და არც ევროპა....

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ამერიკაა და არც ევროპა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა” – კახა კალაძე

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. „დიფ სთეითზე“ საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე.

არ მინდა წერილის დეტალურად განხილვა, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენ ცოტა ადრე – 3 წლის წინ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმისა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის. დღეს არის ის მოცემულობა, რომ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ დაგვცინოდნენ. მაგრამ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“ – ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს ბევრი განცხადება კეთდება „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, თუმცა, ნაკლებად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

დღეს, ვართ მოლოდინის რეჟიმში, არის გარკვეული ვაკუუმი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითისთვის – ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, თითქოს მას რაღაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დღეს კი რას ვხედავთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავისი ადმინისტრაციით, პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია.

მაგნიტსკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის მოუხსნია ეს სანქციები. ეს მარტო ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ნახეთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში – იგივე რუმინეთში, სადაც არჩევნები აბსურდული მიზეზით გააუქმეს.

აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაგმო, მაგრამ რეალური ქმედება არ მოჰყოლია. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არის დასანქცირებული და ეს სანქციები არ მოხსნილა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ და რომ ის დამარცხდება, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს.

დაველოდოთ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმაში, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და, თუ ეს მართლაც მოხდა, რა თქმა უნდა, შედეგები საქართველოზეც აისახება. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა პრიორიტეტების შესახებ, ესენია უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება, აქედან ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემყარება და ასე გააგრძელებს მომავალშიც.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ამერიკაა და არც ევროპა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...