შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე...

“ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე გადასვლისა და რეჟიმის წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებისა!” – ლევან ხაბეიშვილი

რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, ავტომატურად ნიშნავს ივანიშვილის ჯიბის ოპოზიციას. ეჭვი მაქვს, რასაც თესთ აუცილებლად მოიმკით!” – წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში:

რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია!

ეს პროცესი ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკვე ოფიციალურად აუქმებს არჩევნებს, სახელმწიფოს და გვაბარებს მტერ სახელმწიფოს!

ვინც, რომელი ოპოზიციური პარტიაც, ოპოზიციონერიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება ან მაგრამ-ებით, თუ-ებით ისაუბრებს, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია!
მოვუწოდებ ყველას, ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ პოზიცია!

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით – არაერთხელ შემცდარხართ და ამიტომ ვართ “აქ”

ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე გადასვლისა და რეჟიმის წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებისა!

ეჭვი მაქვს, რასაც თესთ აუცილებლად მოიმკით!

“ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ის ხალხი, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობთ დაპლიუსდით კომენტარებში”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...