“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე 31 მარტის საპროტესტო აქციის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს:
“მტერი არ ჩერდება!
ნუ შევხედავთ წულუკიანის „ღალატის კომისიას“ როგორც უბრალო ცირკს – ეს გაცილებით საშიშია!
ის ისტორიის გადაწერას და თავისუფლებისთვის მებრძოლების გატეხვას ცდილობს!
რეჟიმი აყალბებს წარსულს, რათა გაამართლოს ღალატი და გატეხოს წინააღმდეგობა.
ისინი ცდილობენ, სიცრუე ბევრჯერ გამეორებით „სიმართლედ“ აქციონ !
დღეს ქოცების „ღალატის კომისია“ გვიმტკიცებს:
რუსეთი არ დაგვესხა თავს – ჩვენ გავხსენით ცეცხლი!
ცხინვალი ჩვენ დავბომბეთ, რუსები კი „ჩაგრული ოსების“ დასახმარებლად მოვიდნენ!
რისთვის?
რომ გაამართლონ რუსული აგრესია.
რომ საქართველო დააშინონ და ვეღარავინ გაბედოს წინააღმდეგობა!
ვის ინტერესს ემსახურება ეს? – რუსეთის!
და ქოცების კომისიაც მთელი მონდომებით ამტკიცებს მტრის ვერსიას!
თუ ხვალ ეს კომისია „დაადგენს“, რომ მტერი მოკავშირეა და ნამდვილი მოკავშირე – მტერი, მაშინ ლოგიკური მოცემულობა იქნება ყაველაშვილი 9 მაისს პუტინთან ერთად დადგეს.
საზოგადოება ამ დროს სხვადასხვანაირად რეაგირებს:
ზოგი ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება.
ზოგი მიიჩნევს, რომ „ბიძინა ნაცებს სჯის“ და დუმს.
ზოგი ხვდება სიმართლეს, მაგრამ ჩუმდება.
ვიღაცა მხოლოდ ოჯახში საუბრობს, მაგრამ საჯაროდ ვერ ბედავს.
ზოგი მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობს.
მაგრამ არიან ნამდვილი პატრიოტები – ისინი, ვინც დღეს საქართველოში იბრძვიან!
საქართველოს ბედი მათ ხელშია!
რუსეთმაც და ივანიშვილმაც იციან, რომ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის!
ჩვენ არ გვაქვს დათმობის უფლება!
თუ დავთმობთ, დავკარგავთ მომავალს!
31 მარტს, მოვაწყოთ ახალი რეფერენდუმი და ვაჩვენოთ ვისია საქართველო!
არა ღალატს!
არა ქოცობას!
გამარჯვება საქართველოს!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს