შაბათი, აგვისტო 2, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემები"თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

“თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

კომუნალური გადასახადების დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “თბილისი ენერჯი”:

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების დაფინანსებას, გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში.

მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.

აღნიშნულში არ იგულისხმება თანადაფინანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, რომლებიც 1 თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად.

აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...