ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტს ბოდიში მოუხადა - ახლა კი...

“ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტს ბოდიში მოუხადა – ახლა კი ცდილობს, 2008 წლის ომში საქართველო დამნაშავედ წარმოაჩინოს!” – ლაშა ფარულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება ,,ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებას და მათ მიერ გენერალ ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით:

,,ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტს ბოდიში მოუხადა – ახლა კი ცდილობს, 2008 წლის ომში საქართველო დამნაშავედ წარმოაჩინოს!

ბოდიშს დაემატა აგვისტოს ომის ხელახალი “გამოძიება“. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგამ და სტრასბურგმა უკვე გაამტყუნეს რუსეთი და საქართველო გაამართლეს, ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება მაინც ცდილობს, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

ვიღაცები ამბობენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში, რუსების მიერ შექმნილ კომისიაზე არავინ არ უნდა მივიდეს – მე პირიქით ვფიქრობ.

ყველგან უნდა მივიდეთ, ყველა ეთერში უნდა შევიდეთ, ყველა ტრიბუნაზე უნდა ვიდგეთ და ვამხილოთ ეს ღალატი!

არ აქვს მნიშვნელობა, იმედია, ალტინფო თუ სხვა – სადაც პირდაპირი ეთერია, იქ უნდა ვიყოთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა!

ახალმა თაობამ დაინახოს სიმართლე, რომელიც მკაფიო და კონკრეტულია: საქართველოს არ ჰყოლია მოღალატე პრეზიდენტი, არ ჰყოლია მოღალატე გენერალური შტაბი, არ ჰყოლია მოღალატე ჯარი!

ჩვენ ვართ გმირების ქვეყანა, რომელმაც საკუთარი მიწისთვის სისხლი დაღვარა!

სიმართლე ყველგან უნდა ვილაპარაკოთ! ტელეეთერში, ქუჩაში, დებატებში, სოციალური ქსელების ყველა კუთხეში – ყველგან.

ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ!

დიდება გმირებს, დიდება და თავისუფლება საქართველოს!”, – წერს ლაშა ფარულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საგამოძიებო...

“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარში თავის შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ეს ველურები 3 საათის განმავლობაში რას აღარ გაყვიროდნენ ჩემი სახლის წინ და ჩემს შვილებს...

პარლამენტის დეპუტატ მარიამ ლაშხთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტი ეკა...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...