პარასკევი, მაისი 23, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო იმის საფრთხე,...

“საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო იმის საფრთხე, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დაეკარგა” – კახა კალაძე

ჩვენი მხრიდან არ იყო მარტივი ის, რომ არ გადავდგით ნაბიჯი და მავანს არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამისთვის შეგვეწირა სამშობლო და ჩვენი ხალხი. ეს არ იყო მარტივი, ამას ახლდა ძალიან ბევრი მუქარა, შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, შეურაცხყოფა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა გზის გავლა მოგვიწია, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში.

კალაძის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკით იცავს საქართველოს ინტერესებს.

ზუსტად იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რასაც «ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო» ატარებს, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. ამ პოლიტიკის გატარების დროს ქვეყნის შიგნითაც უამრავი შეურაცხყოფა მივიღეთ, ბევრი ადამიანი ვერ გაერკვა, თუ რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა. დღეს კი ყველაფერი ხელის გულზე დევს და არჩევანი და ანალიზი მარტივი გასაკეთებელია. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ბევრს არ სჯეროდა, თუ რა გლობალური ომის პარტიაზე და რა «დიფ სთეითზე» ვსაუბრობთ.

დღეს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა «დიფ სთეითის» დამარცხება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯი გადაედგა, კერძოდ გაეხსნა მეორე ფრონტი, მიერთებოდა სანქციებს, დღეს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა და შესაძლოა, სახელმწიფოებრიობაც დაეკარგა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტიპებს გაიშნიკობა ენატრებათ…” – გოჩა მირცხულავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კორუფციასთან მიმართებაში დაფიქსირებულ მიუღებელ...

“მაინც როგორი ბრუტალურია იკუნა, დიფ სტეიტის ბოროტი ძალის მსახურებით გარშემორტყმული, დგას სალი კლდესავით, უდრეკი,...

ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის...

“მეტადონის პროგრამის გაუქმება ნიშნავს ათასობით უკონტროლო ნარკომომხმარებელს და აყვავებულ შავ ბაზარს‼️” – ელისო კილაძე

მეტადონის პროგრამა, ნარკომომხმარებელთათვის, მნიშვნელოვნად მიაჩნია "ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორს,...

“26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს” – კახა...

„26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...