შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე სიყვარული ასე ვისწავლე, რომ თუ ვინმე ან...

“მე სიყვარული ასე ვისწავლე, რომ თუ ვინმე ან რამე შემიყვარდა, მიყვარს ისეთი, როგორსაც ვხედავ და ვიმახსოვრებ” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე ბათუმისადმი სიყვარულს რომანტიკული ჩანახატით გადმოსცემს:

არის ხალხი, ვისაც ბათუმი უყვარს. ბევრია ასეთი. მაგრამ ამ ბევრთაგან უფრო მეტს ბათუმი უყვარს წვიმის გარეშე და ცოტას – წვიმით.

მე სიყვარული ასე ვისწავლე, რომ თუ ვინმე ან რამე შემიყვარდა, მიყვარს ისეთი, როგორსაც ვხედავ და ვიმახსოვრებ.

ბოდიში გალაკტიონს და ,,მე შენში მიყვარს ოცნება ჩემის” მომხიბვლელ ამბავს – მე ბათუმი მიყვარს წვიმიანი, რადგან რაც ვიცი, ბათუმში უფრო წვიმაა, ვიდრე მზე.

წეღან გამეღვიძა და ფანჯრიდან რაც ჩანს, არის ლამპიონი, ლამპიონის შუქს წვიმის კაბა აცვია და ვიცი – თუ ბათუმში ღამით ფანჯრიდან გაიხედავ და ლამპიონს დაინახავ, აუცილებელია ხედავდე წვიმას. ეს არის აქაური შუაღამის საზეპირო. სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირი ბათუმი ჯადოსნობას კარგავს.

ჰოდა, ახლა მინდა თავთან დიდი, ყურმილიანი ტელეფონი მედგას, რომელიმე აურელიანომ დამირეკოს და მე მოწყენილად ვუპასუხო: ,,აურელიანო, ბათუმში წვიმს!”.
როგორც მაკონდოში“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...